Saturday, October 15, 2016

მეცხრე დღე

დღეს ტრენინგის ბოლო დღე იყო.  წარვადგინე ჩემს მიერ მომზადებული პროექტი. მივიღე უკუკავშირი ტრენერისაგან და ასევე კოლეგებისაგან. შენიშვნებს გავითვალისწინებ. ტრენინგზე შევისწავლე  პროექტებით სწავლება  და მისი მ
ნიშვნელობა , ტრენინგმა მომცა შესაძლებლობა თანამედროვე ტექნოლოგიების  გამოყენებით ხელი შევუწყო მოსწავლეებში  გამჭოლი კომპეტენციების უნარის განვითარებას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების  განვითარებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს  გულისხმიერებისათვის, ტრენინგის საინტერესოდ წარმართვის.

Sunday, October 2, 2016

დღე მე-8

დღეს ვიმუშავეთ მოდული  შვიდზე, გავეცანით როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში. ეს ტექნოლოგიები გამოვიყენო სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად,მოსწავლემ შეძლოს დამოუკიდებლად თავი გაართვას საშინაო დავალებას.

Saturday, October 1, 2016

მე-7 დღე

დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა ნაშრომების შეფასება   კრიტერიუმების მიხედვით,რომლებიც შევადგინეთ ტრენერის დახმარებით, როგორ უნდა გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები. განვიხილეთ მე-6 მოდული.

Sunday, September 25, 2016

დღე -6

 განვიხილეთ  თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლის ნაშრომი.გავაანალიზე აგრეთვე რა პრობლემა შეიძლება შეხვდეს მოსწავლეს  დავალების შესრულების დროს. გავიხსენე თუ როგორ დავამზადოთ სლაიდები, დიაგრამები,რომლებშიც შეიძლება ავსახოთ კვლევის შედეგები. ძალიან საინტერესო სამუშაო დღე მქონდა. მადლობა...

Saturday, September 24, 2016

დღე  მეხუთე   შევისწავლეთ თუ როგორ უნდა  გამოვიყენოთ პროეტზე მუშაობისას  ინტერნეტი.გავიგე როგორ დავამყარო ინტერნეტკავშირი  მსოფლიოსთან. ტრენერმა გასაგებად და კონკრეტულად აგვიხსნა ინტერნეტთანამშრომლობითი  რესურსების  გამოყენების აუცილებლობა მიზნობრივად  გამოყენებული სოციალური ქსელი მოსწავლეთა სწავლის ხარისხისა და მოტივაციის ამაღლებას.მოვირგეთ მოსწავლის როლი .

Monday, September 12, 2016

დღე მესამე

დღეს ძალიან საინტერესო და დატვირთული სამუშაო მქონდა.შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. ტრენერის დახმარებით მოვძებნეთ საგნობრივი პროგრამები საზოგადოებრივ მეცნიერებებში ეროვნული სასწავლო გეგმის სრანდარტის  მიხედვით ბლუმის ტაქსონომიის შესაბამისად , საიდანაც შევარჩიე საჭირო მიმართულებები.

Saturday, September 10, 2016

დღე მეორე

ტრენინგზე დღეს განვიხილეთ პროექტის მონახაზი,ტრენერმა აგვიხსნა პროექტით სწავლების მნიშვნელობა. განვიხილეთ პროექტის მახასიათებლები,რა პრობლემა გამოვყოთ,რომლის გადაჭრაც არის შესაძლებელი ამ პროექტით,როგორ გავზარდოთ მოსწავლის ინტერესი პროექტისადმი,რა შედეგზე შეიძლება გავიდეთ პროექტის შექმნით.ვისწავლეთ პუბლიკაციების მომზადება პროექტებით სწავლებაში და ტექნიკურად შევასრულეთ დავალება