დღეს ტრენინგის ბოლო დღე იყო. წარვადგინე ჩემს მიერ მომზადებული პროექტი. მივიღე უკუკავშირი ტრენერისაგან და ასევე კოლეგებისაგან. შენიშვნებს გავითვალისწინებ. ტრენინგზე შევისწავლე პროექტებით სწავლება და მისი მ
ნიშვნელობა , ტრენინგმა მომცა შესაძლებლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხელი შევუწყო მოსწავლეებში გამჭოლი კომპეტენციების უნარის განვითარებას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს გულისხმიერებისათვის, ტრენინგის საინტერესოდ წარმართვის.
Saturday, October 15, 2016
Sunday, October 2, 2016
დღე მე-8
დღეს ვიმუშავეთ მოდული შვიდზე, გავეცანით როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში. ეს ტექნოლოგიები გამოვიყენო სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად,მოსწავლემ შეძლოს დამოუკიდებლად თავი გაართვას საშინაო დავალებას.
Saturday, October 1, 2016
მე-7 დღე
დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა ნაშრომების შეფასება კრიტერიუმების მიხედვით,რომლებიც შევადგინეთ ტრენერის დახმარებით, როგორ უნდა გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები. განვიხილეთ მე-6 მოდული.
Sunday, September 25, 2016
დღე -6
განვიხილეთ თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლის ნაშრომი.გავაანალიზე აგრეთვე რა პრობლემა შეიძლება შეხვდეს მოსწავლეს დავალების შესრულების დროს. გავიხსენე თუ როგორ დავამზადოთ სლაიდები, დიაგრამები,რომლებშიც შეიძლება ავსახოთ კვლევის შედეგები. ძალიან საინტერესო სამუშაო დღე მქონდა. მადლობა...
Saturday, September 24, 2016
დღე მეხუთე შევისწავლეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ პროეტზე მუშაობისას ინტერნეტი.გავიგე როგორ დავამყარო ინტერნეტკავშირი მსოფლიოსთან. ტრენერმა გასაგებად და კონკრეტულად აგვიხსნა ინტერნეტთანამშრომლობითი რესურსების გამოყენების აუცილებლობა მიზნობრივად გამოყენებული სოციალური ქსელი მოსწავლეთა სწავლის ხარისხისა და მოტივაციის ამაღლებას.მოვირგეთ მოსწავლის როლი .
Monday, September 12, 2016
დღე მესამე
დღეს ძალიან საინტერესო და დატვირთული სამუშაო მქონდა.შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. ტრენერის დახმარებით მოვძებნეთ საგნობრივი პროგრამები საზოგადოებრივ მეცნიერებებში ეროვნული სასწავლო გეგმის სრანდარტის მიხედვით ბლუმის ტაქსონომიის შესაბამისად , საიდანაც შევარჩიე საჭირო მიმართულებები.
Saturday, September 10, 2016
დღე მეორე
ტრენინგზე დღეს განვიხილეთ პროექტის მონახაზი,ტრენერმა აგვიხსნა პროექტით სწავლების მნიშვნელობა. განვიხილეთ პროექტის მახასიათებლები,რა პრობლემა გამოვყოთ,რომლის გადაჭრაც არის შესაძლებელი ამ პროექტით,როგორ გავზარდოთ მოსწავლის ინტერესი პროექტისადმი,რა შედეგზე შეიძლება გავიდეთ პროექტის შექმნით.ვისწავლეთ პუბლიკაციების მომზადება პროექტებით სწავლებაში და ტექნიკურად შევასრულეთ დავალება
Friday, September 9, 2016
დღე პირველი.
დღეს გავეცანი პროექტის შექმნას თანამედროვე ტექნოლოგიების , ვნახე ვიდეო რგოლი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,რომელიც საინტერესოდ აგვიხსნა ტრენერმა.ეს მე საშუალებას მომცემს საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენო.საინტერესო იყო პროექტის ნიმუშის ნახვა,განხილვა მომცემს შესაძლებლობას შევქმნა პროექტი მოსწავლეებთან ერთად.საინტერესო დღე იყო...
Subscribe to:
Posts (Atom)